მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის 8 თვეში $262.1 მილიონის მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გავყიდეთ| როგორია საექსპორტო გეოგრაფია?

აგროსასურსათო პროდუქტები

საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ $262.1 მილიონის ღირებულების ამ კატეგორიის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი $236.1 მილიონი იყო.

შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ღირებულება $25.9 მილიონით, ანუ 10.9%-ით გაიზარდა.

მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. 2026 წლის რვა თვეში რუსეთში საქართველოდან $114.6 მილიონის მცენარეული წარმოშობის პროდუქტი გავიდა. მეორე ადგილზე იტალია იყო, სადაც ექსპორტმა $22.1 მილიონი შეადგინა, მესამე კი სომხეთი იყო - $18 მილიონით.

ათ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებას შორის ჩინეთიცაა, სადაც საქართველოდან $13.9 მილიონის მცენარეული პროდუქტი გავიდა. გერმანიაში ექსპორტმა $9.1 მილიონი შეადგინა, ესპანეთში - $8.4 მილიონი, სირიაში - $8.2 მილიონი, საფრანგეთში - $7.8 მილიონი, თურქეთში - $6.3 მილიონი, უკრაინაში კი - $6 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები