2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და საბერძნეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 105.4%-ით გაიზარდა და 132.8 მლნ დოლარს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 64.6 მლნ დოლარს შეადგენდა.
იმპორტი:
2026 წლის პირველ ცხრა თვეში საბერძნეთიდან საქართველოში იმპორტი წლიურად 154.4%-ით გაიზარდა და 113.7 მლნ დოლარს მიაღწია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის ღირებულება 44.7 მლნ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საბერძნეთიდან ყველაზე დიდი ღირებულების იმპორტი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდიოდა - 74.5 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომელთა იმპორტის ღირებულებამ 8.1 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციას რძე, იოგურტი და კეფირი იკავებს - 5.5 მლნ დოლარით.
საბერძნეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ასევე შედის სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, მათ შორის ნაბეჭდი რეპროდუქციები და ფოტოგრაფიები - 3.2 მლნ დოლარი; მზა, ჩაუწერელი მატარებლები ხმის ან სხვა ანალოგიური მოვლენების ჩასაწერად - 2.7 მლნ დოლარი; წყლიან გარემოში გახსნილი, ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე დამზადებული საღებავები და ლაქები - 1.7 მლნ დოლარი.
ათეულში ასევე მოხვდა პური და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 1.1 მლნ დოლარი; სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძვლის მქონე საღებავები და ლაქები - 934.1 ათასი დოლარი; სპილენძის მილები და მილაკები - 876.7 ათასი დოლარი; მინისა და საბაღე საგოზავები - 726.6 ათასი დოლარი.
ექსპორტი:
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტის ღირებულებამ 19.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.2%-ით ნაკლებია. 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტის ღირებულება 20 მლნ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საბერძნეთში ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდიოდა - 10.9 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თხილი და სხვა კაკალი, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 2.6 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციას ფანერა, ხის დაფანერებული პანელები და მსგავსი მასალები იკავებს - 2.5 მლნ დოლარით.
საექსპორტო პროდუქტების ათეულში ასევე შედის ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 783.2 ათასი დოლარი; კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 532.3 ათასი დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 473.4 ათასი დოლარი; პიგმენტები - 247 ათასი დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები -148.2 ათასი დოლარი; ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 125.1 ათასი დოლარი; მანგანუმის ოქსიდები - 104.3 ათასი დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI):
2026 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 36.0%-ით შემცირდა და 969.9 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საბერძნეთიდან საქართველოში 1 მლნ 516.6 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საბერძნეთიდან საქართველოში 1.47 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2024 წელს - 3.99 მლნ დოლარის, 2023 წელს კი - 1.16 მლნ დოლარის. 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა 3.21 მლნ დოლარი იყო, 2021 წელს კი - 4.98 მლნ დოლარი. მიუხედავად 2024 წელს დაფიქსირებული ზრდისა, 2021 წლის შემდეგ საბერძნეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საერთო ჯამში დაღმავალ დინამიკას აჩვენებს.
ფულადი გზავნილები:
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 237.2 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს საბერძნეთიდან საქართველოში 293.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს - 263.4 მლნ დოლარი, 2023 წელს კი - 245.9 მლნ დოლარი. 2022 წელს საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 223.9 მლნ დოლარი იყო, 2021 წელს კი - 240.1 მლნ დოლარი.
ტურიზმი:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველომ საბერძნეთიდან 26 742 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122-ით, ანუ 0.5%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საბერძნეთიდან საქართველოში 26 ათას 620 ვიზიტორი შემოვიდა.
























