საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი იზრდება და ამ მიმართულებით ქვეყანა კვლავ მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ $29.5 მილიონის ღორები შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.8%-ით მეტია.
იმპორტირებული ცოცხალი ღორების მოცულობამ 16 560 ტონა შეადგინა, 2025 წლის პირველ რვა თვეში კი 13 211 ტონა იყო - ზრდა 25.3%-ს შეადგენს.
მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში რუსეთი ცოცხალი ღორების ერთადერთი მომწოდებელი იყო. საქართველოდან კი ამ კატეგორიის პროდუქციის ექსპორტი არ განხორციელებულა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $211 900-ის 55 ტონას უდრიდა. გასულ წელს ჯამურად კი ცოცხალი ღორების ექსპორტმა $362.9 ათასი შეადგინა. გასულ წელს ერთადერთი საექსპორტო ბაზარი ამ კუთხით სომხეთი იყო.
























