მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი მომხმარებელს ტაქსი-ვერტმფრენის სერვისს 200 დოლარად სთავაზობს

5e00bfa4a6b6b
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.19 19:10
886
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატრანსპორტო კომპანია Uber-ი ნიუ-იორკში ტაქსი-ვერტმფრენის სერვისის ამოქმედებას აპირებს, რომელიც ნამდვილი შვება იქნება იმ მგზავრებისთვის, ვისაც მანჰეტენის საცობებისთვის თავის არიდება უნდა.

კომპანია ვარაუდობს, რომ აღნიშნული სერვისით ხშირად ისარგებლებს ის მომხმარებელი, ვისაც აეროპორტში ეჩქარება. ამის შესახებ გავლენიანი მედია ორგნიზაცია CNBC-ი იუწყება.

როგორც Uber-ი აღნიშნავს, ტაქსი-ვერტმფრენი მგზავრებს მანჰეტენიდან ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 8 წუთში გადაიყვანს, ხოლო ერთი გზის ღირებულება 200-250 აშშ დოლარის დიაპაზონში იმერყევებს.

5-ადგილიანი ვერტმფერენით საერგებლობა შესაძლებელი იქნება კვირის დღეებში 14-18 საათების განმავლობაში.