მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-მა თვითმართვადი მანქანების სატესტო ტრასის ასაშენებლად მიწა შეიძინა

5e05ca860292e
ნათია თაქთაქიშვილი
28.12.19 00:20
1109
Uber-მა თვითმართვადი მანქანების სატესტო ტრასის ასაშენებლად პიტსბუგში 2.42811 კვ.მ მიწა შეიძინა. ამის შესახებ Business Insider-ი იუწყება.

კომპანიამ მიწაში 9.5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა და დაახლოებით 200 ადამიანს დაასაქმებს საწყის ეტაპზე.

”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი გარიგება აღნიშნული მიწის შეყიდვასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა. ქარხანასთან ერთად იგეგმება საცდელი ტრასის აგება, რომელიც განკუთვნილია თვითმართვადი მანქანების გამოსაცდელად“, - Uber-ის სპიკერმა სარა აბუდმა განუცხადა Business Insider-ს.

Uber-მა ეს ნაბიჯი კომპანიის ახალი გეგმების ფარგლებში გადადგა, რომელიც თვითმართვადი საავტომობილო მრეწველობის განვითარებას ითვალისწინებს. კომპანია გეგმავს კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Tesla, Ford-ი და General Motors-ი.