პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის კანცელარიაში ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც იმყოფებოდა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, პრემიერთან განხილული საკითხები საინტერესო იყო.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან იმ ინფორმაციებს, რომელთაც ვგებულობთ, სრულყოფილია, მაგრამ მეტი დადასტურება სჭირდება ხოლმე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ, ის ბიზნესი, რომელიც სასურსათო პროდუქტებს ამზადებს, მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება, როგორც ტრანსპორტის, გადაადგილების, განბაჟების და სხვა მიმართულებებით. მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ აბსოლუტურად შემოქმედებისთვის ვართ განწყობილები, რასაც თავის მხრივ, მთავრობა გვერდში უდგას და არავითარი შეზღუდები არ იქნება დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჭყონიამ.
მისივე ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე ეროვნული ბანკიც იყო წარმოდგენილი და ბიზნესმა ქვეყანაში ფულადი რესურსის შემოტანის გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები მიიღო.
„ეროვნული ბანკიც მონაწილობდა და დამაიმედებელი იყო ის საკითხი, რომ სებ-ი ძალიან ინტენსიურად მუშაობს უცხოური სესხების მოძიებაზე და რაღაც თანხები თითქმის მოძიებული აქვს. ამის გაფორმებას დრო სჭირდება. ეს დამაიმედებელი იყო იმიტომ, რომ უცხოური სესხების, ფონდების და დახმარების გარეშე ძალიან რთული იქნება კურსის შენარჩუნება, იმის გაუმჯობესება, რაც ახლა ლარს ემართება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, სებ-ის ოფიციალური მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, დოლართან მიმართებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კი გაუფასურებამ 3 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.4578 ლარი ღირს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება