მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უდიდეს ენერგიას ჩავდებ იმაში, რომ ბიზნესები აქ ჩამოვიყვანო - გერმანიის ელჩი

6382002527913
BM.GE
26.11.22 23:25
799
უდიდეს ენერგიას ჩავდებ იმაში, რომ ბიზნესები აქ ჩამოვიყვანო, - ამის შესახებ BMG-ს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა განუცხადა.

ელჩი ამბობს, რომ მომდევნო წელს ფოკუსი იქნება საქართველოს ევროპისკენ გზაზე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, და ამ კუთხით წინსვლაზე.

„წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის კომისია და საბჭო გააკეთებს შეფასებას, ამიტომაც ეს აბსოლუტურად კრიტიკული წელიწადი იქნება. დრო არ არის დასაკარგი. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიმართულება… იქნება თუ არა რაიმე წინ წამოწეული საკითხი გერმანულ-ქართულ ურთიერთობაში? ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა ბერლინში, იგივე ITB, რომელიც 7-10 მარტს გაიმართება. ეს არის ტურიზმის მსოფლიოში უმსხვილესი გამოფენა. საქართველო კი საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. ეს უზარმაზარი რამაა როგორც ბერლინისთვის, ასევე საქართველოსთვის. ვიცი რომ საქართველოდან დიდი დელეგაცია იქნება. აქ შესაძლებელი იქნება, რომ საქართველო წარმოაჩინოთ როგორც დასვენების, ტურიზმის და სამოგზაურო მიმართულება გლობალური ბაზრისთვის, რომელიც ბერლინში შეიკრიბება“, - განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს საქართველოშ ბერლიდან მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტები გაიმართება.

რაც შეეხება ბიზნესდელეგაციას, ელჩი ფიშერის თქმით, ის უდიდეს ენერგიას ჩადებს იმაში, რომ ბიზნესები აქ ჩამოიყვანოს.

„დელეგაცია, რომელიც აღნიშნეთ, ეკონომიკის სამინისტროდან პროგრამის ნაწილია, არის ასეთი პროგრამა, რომელსაც ჰქვია ბაზრის კვლევის ვიზიტები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ჩვენ ვთავაზობთ ვიზიტს საქართველოში, ვისაც სურს უფრო მეტი გაიგოს ამ ბაზრის შესახებ. მთავრობის მხარდაჭერა ამ კუთხით ისაა, რომ ისინი ორგანიზებას უკეთებენ ჯგუფს და პროგრამას, რათა მათ გაიგონ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არის. ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - თქვა ელჩმა.