მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი - BM.GE-ს მკითხველთა რაოდენობა წლიურად 41%-ით გაიზარდა

63be7053153d1
BM.GE
11.01.23 13:28
2470
Google Analytics-ის მონაცემებით, 2022 წელს ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 7.24 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტი იყო. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 7.24 მილიონმა მკითხველმა (User) ვებვერდზე სულ 16.8 მილიონი სესია განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო.

უშუალოდ 2022 წლის დეკემბერში bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 806 ათასი შეადინა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. წინა თვესთან მიმართებით კი მატება 39.6%-ია. რაც შეეხება სესიების რაოდენობას, ის დეკემბერში 1.3 მილიონს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 39%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 23%-ით მეტია.

Google Analytics-ის მონაცემებით, დეკემბერში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 58 წამს შეადგენდა.

ამასთან, bm.ge-ის მკითხველთა 59.8% საიტზე სოციალური მედიის პლატფორმის ლინკით გადმოვიდა, ვიზიტების 25.2% პირდაპირი ვიზიტი იყო, ხოლო ვიზიტების 14.8% სხვა ვიზიტს წარმოადგენდა.

დეკემბრის პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 56% ქალი, 44% კი მამაკაცი იყო. ასაკობრივ ჭრილში, 18-24 წლამდე პირები მკითხველთა 14%-ს შეადგენდნენ, 25-34 წლის პირები 28%-ს, 35-44 წლის 27%-ს, 45-54 წლის 17%-ს, 55-64 წლის 9%-ს, ხოლო 65 წელზე უფროსი მკითხველების რაოდენობა 5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები