მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს BM.GE-ის სტატიები 20 მილიონზე მეტჯერ წაიკითხეს

bmg
01.02.24 11:51
720

Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წელს ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 8.4 მილიონი შეადგინა. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ მკითხველებმა ვებგვერდზე სულ 20 მილიონი სესია განახორციელეს.

Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წელს ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 1 წუთსა და 35 წამს შეადგენდა.

2023 წლის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 85% საქართველოდან რეგისტრირებული IP მისამართებით სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს. 3% - აშშ-დან, 2% - გერმანიიდან, 1.6% - იტალიიდან, საფრანგეთიდან კი - 1.1%.

bm.ge-ზე ვიზიტების 87% მობილური მოწყობილობიდან განხორციელდა, მოწყობილობიდან - 12.3%, ხოლო ტაბლეტიდან - 0.7%. გასულ წელს გენდერულ ჭრილში მკითხველთა 61% - ქალი, 39% - კი კაცი იყო.