Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 427 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 290 ათასი მკითხველი ჰყავდა; დიდი ბრიტანეთიდან 36 ათასი; აშშ-დან 19 ათასი; ნიდერლანდებიდან 18 ათასი; გერმანიიდან 3.1 ათასი და იტალიიდან 2.4 ათასი.
მომხმარებლების უმეტესობა 284 ათასი მომხმარებელი ჩვენ ვებგვერდს მობილურიდან ეცნობა; ლეპტოპიდან და კომპიუტერიდან 102 ათასი მომხმარებელი, ტაბლეტიდან კი 2.1 ათასი მომხმარებელი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 54.9% ქალი, 45.1% კი კაცია.



























