მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი ტიპის ღონისძიებები შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს საკუთარ აღმოჩენებზე ვესაუბროთ" - ვანო მესტიაშვილი Industry Talks-ის ღონისძიებაზე

ვანო მესტიაშვილი

"დეილი ჯგუფის" IT დირექტორმა ვანო მესტიაშვილმა BMG-სთან Industry Talks-ის ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის ღონისძიებები კომპანიებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

"ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის. კომპანიებს შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გამოცდილება გავიზიაროთ, ვესაუბროთ საკუთარი აღმოჩენების შესახებ, რაც საერთო ჯამში ყველას გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანები და პროდუქტიულები ვიყოთ. გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს უკეთესი შეთავაზება გავუკეთოთ.

ასევე ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ტექნოლოგების გარეშე პროდუქტიულობის მიღწევა შეუძლებელია. დღეს ბიზნესის განვითარების ერთადერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, ტექნოლოგიების იმპლემენტაციაა ყოველდღიურ ოპერაციებში", - განაცხადა ვანო მესტიაშვილმა BMG-სთან.

დღეს, 6 ნოემბერს BDO Digital-ისა და "ბიზნეს მედია საქართველოს" (BMG) პარტნიორობით, მასშტაბური B2B პლატფორმის – Industry Talks-ის სადებიუტო ღონისძიება იმართება, რომელიც სრულად საცალო ვაჭრობის (რიტეილ) სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას ეთმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები