მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ენერგეტიკის სექტორში ნახშირის მოხმარებაზე სრულად უარის თქმას გეგმავს

5e273cad9cafb
ანა ლაპიაშვილი
21.01.20 22:17
783
2050 წლისათვის უკრაინა ენერგეტიკის სექტორში ნახშირის მოხმარებაზე სრულად უარის თქმას გეგმავს, ამის შესახებ განცხადება უკრაინის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ალექსეი ორჟელმა გააკეთა.

"ჩვენი პროგნოზით 2050 წლისათვის ნახშირის მოხმარებას ნულამდე შევამცირებთ"- განაცხადა მან.

"იმედი მაქვს, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, იმის გათვალისწინებით რა გამოხმაურება და პრობლემებიც ამ მიმართულებით გვაქვს, გადაწყვეტილების აღსრულება უფრო ადრეც მოხდება "- განმარტა ორჟელმა.

მისივე განცხადებით, 30 წელში უკრაინა ენერგეტიკაში ატომური გენერაციის არსებულ წილს გაანახევრებს.

"ჩვენ ენერგომოხმარების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით და ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით უახლოეს წლებში, ატომური ენერგოგენერაციას არსებული 50%-დან 20-25%-მდე ჩამოვიყვანთ"- განაცხადა მინისტრმა.