მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა

5f9d6dbc6f831
BM.GE
31.10.20 17:52
1497
უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს COVID-19-ზე PCR ტესტის ჩატარება ან 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს. რაც შეეხება PCR ტესტს, პირმა ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გაიკეთოს.

როგორც avianews.ge წერს, უკრაინას ეტაპობრივად „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში შეჰყავს ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ ანახლებს.

უკრაინის ტერიტორიაზე შემსვლელ პირს ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს აპლიკაცია “Дій вдома” და მან 3 ვარიანტიდან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი 1 ვარიანტი.

1. დაკვირვება სპეციალურ საკარანტინე ზონაში;

2. 14-დღიანი თვითიზოლაცია;

3. COVID-19-ზე PCR-ტესტის გაკეთება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.

უფრო კონკრეტულად, რა პირობები უნდა დააკმაყოფილოთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისათვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:



შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ნოემბერში 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

რეისები 7-14-21-28 ნოემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.

მგზავრებს Skyup Airlines-ის რეისებზე ბილეთების შეძენა შეუძლიათ როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე https://skyup.aero/en/ , ასევე, საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში”, თუმცა ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს უნდა გაეცნონ.