მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF მარცვლეულის 15%-მდე გაძვირებას ელის - მიზეზად რუსეთის მიერ "მარცვლეულის შეთანხმების" დატოვება სახელდება

64c0ce4b6af81
მარიამ ვარადაშვილი
26.07.23 11:47
411
მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF] აცხადებს, რომ მარცვლეულზე ფასი შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს.

“ნათელია, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ წელს მსოფლიოში მარცვლეულის საკმარისი მარაგის უზრუნველსაყოფად. იგივე მექანიზმი ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს, რაც ფასებზე ზეწოლას მოახდენს”, - ამბობს IMF-ის მთავარი ეკონომისტი.

მისივე თქმით, შეთანხმების მეშვეობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში გაიგზავნა დაახლოებით 33 ტონა ხორბალი და ამან ხელი შეუწყო სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას.

უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.

რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები