მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რუსეთის კი 0.7%-ით გაიზრდება - IMF

64356ae4ede5c
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.23 18:24
810
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს
უკრაინის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. უკრაინისგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი აგრესორ რუსეთში, სადაც IMF-ი 0.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 

2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა, IMF-ის თანახმად, მხოლოდ 2.1%-იანი ვარდნა იყო რუსეთის ფედერაციაში. სავალუტო ფონდი 2024 წელს რუსეთში ზრდის 1.3%-მდე გაორმაგებას მოელის, უკრაინისთვის კი IMF-ი 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს საერთოდ ვერ აკეთებს. 

ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთში წელს ინფლაციის დონე დასტაბილურდება. 2022-ში არსებული 13.8%-დან ინფლაციის მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდება. უკრაინაში კი პირიქით, ინფლაცია დაჩქარდება და 20.2%-დან 21.1%-ს მიაღწევს. 

რეგიონის ქვეყნების 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი ასეთია:

• რუსეთი - 0.7%-იანი ზრდა (2022-ში ვარდნა 2.1%);
• უკრაინა - -3%-იანი ვარდნა (2022-ში ვარდნა 30.3%);
• აზერბაიჯანი - 3%-იანი ზრდა(2022-ში ზრდა 4.6%);
• სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა (2022-ში ზრდა 12.6%);
• თურქეთი - 2.7%-იანი ზრდა (2022-ში ზრდა 5.6%);
• საქართველო - 4%-იანი ზრდა (2022-ში 10.1%);

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები