2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკა სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება, მათ შორის აშშ-ის ზრდა 2.1%; ჩინეთის ზრდა 5%; ინდოეთის 6.3%; ევროზონის ეკონომიკური ზრდა კი 0.7% იქნება, მათ შორის გერმანიაში 0.5%-ის რეცესიაა პროგნოზირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2023 წელს 191 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის ყველაზე სწრაფად 74.4%-ით მაკაოს ეკონომიკა გაიზრდება, სუვერენულ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა გაიანა 38.4%-იანი ზრდით.
ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს პროგნოზირებული IMF-ს საქართველოსთვის. ორგანიზაცია მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება, რაც მსოფლიოში რიგით 15-ე ყველაზე მაღალი შედეგია. 7%-იანი ზრდა აქვს ნავარაუდევი სავალუტო ფონდს სომხეთისთვის, თუმცა უცნობია რამდენად ასახავს ეს პროგნოზი სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული მორიგი დაპირისპირების ეკონომიკურ ეფექტებს.
რაც შეეხება ქვეყნებს ყველაზე დაბალი ზრდით, ამ მხრივ უკანასკნელ ადგილზეა სუდანი 18%-იანი რეცესიით; 6.2%-იანი ვარდნაა პროგნოზირებული ეკვატორულ გვინეაში, 2.7%-იანი კლება ერაყში; 2.5%-იანი რეცესია კი არგენტინაში არის ნავარაუდევი.
| # | ქვეყანა/ტერიტორია | ეკონომიკური ზრდა 2023 წელს - IMF |
| 1 | მაკაო | 74.4% |
| 2 | გაიანა | 38.4% |
| 3 | ლიბია | 12.5% |
| 4 | მალდივები | 8.1% |
| 5 | სამოა | 8.0% |
| 6 | ფიჯი | 7.5% |
| 7 | სომხეთი | 7.0% |
| 8 | მოზამბიკი | 7.0% |
| 9 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 6.7% |
| 10 | ტაჯიკეთი | 6.5% |
| 11 | ინდოეთი | 6.3% |
| 12 | სენტ ლუსია და გრენადინი | 6.2% |
| 13 | კოტდ'იუვარი | 6.2% |
| 14 | საქართველო | 6.2% |
| 15 | რუანდა | 6.2% |
| 16 | ეთიოპია | 6.1% |
| 17 | ბანგლადეში | 6.0% |
| 18 | პანამა | 6.0% |
| 19 | გვინეა | 5.9% |
| 20 | კამბოჯა | 5.6% |
| 21 | ანტიგუა და ბარბუდა | 5.6% |
| 22 | გამბია | 5.6% |
| 23 | ბენინი | 5.5% |
| 24 | მონღოლეთი | 5.5% |
| 25 | უზბეკეთი | 5.5% |
| 26 | ტოგო | 5.4% |
| 27 | ბუტანი | 5.3% |
| 28 | ფილიპინები | 5.3% |
| 29 | ტანზანია | 5.2% |
| 30 | მავრიკი | 5.1% |
| 31 | ჩინეთი | 5.0% |
| 32 | ჯიბუტი | 5.0% |
| 33 | ინდონეზია | 5.0% |
| 34 | კენია | 5.0% |
| 35 | წმინდა ლუისი კიტსი და ნევისი | 4.9% |
| 36 | ვიეტნამი | 4.7% |
| 37 | დომინიკა | 4.6% |
| 38 | უგანდა | 4.6% |
| 39 | ყაზახეთი | 4.6% |
| 40 | ლიბერია | 4.6% |
| 41 | მავრიტანია | 4.5% |
| 42 | ბარბადოსი | 4.5% |
| 43 | გვინეა-ბისაუ | 4.5% |
| 44 | მალი | 4.5% |
| 45 | მონტენეგრო | 4.5% |
| 46 | პარაგვაი | 4.5% |
| 47 | კოსტა-რიკა | 4.4% |
| 48 | კაბო-ვერდე | 4.4% |
| 49 | ჰონკონგი | 4.4% |
| 50 | ბურკინა-ფასო | 4.4% |
| 51 | ბაჰამის კუნძულები | 4.3% |
| 52 | სეიშელის კუნძულები | 4.2% |
| 53 | ეგვიპტე | 4.2% |
| 54 | ზიმბაბვე | 4.1% |
| 55 | ნიგერი | 4.1% |
| 56 | სენეგალი | 4.1% |
| 57 | კონგოს რესპუბლიკა | 4.0% |
| 58 | ბელიზი | 4.0% |
| 59 | ჩადი | 4.0% |
| 60 | მადაგასკარი | 4.0% |
| 61 | ვენესუელა | 4.0% |
| 62 | კამერუნი | 4.0% |
| 63 | ლაოსი | 4.0% |
| 64 | მალაიზია | 4.0% |
| 65 | თურქეთი | 4.0% |
| 66 | გრენადა | 3.9% |
| 67 | ტუვალუ | 3.9% |
| 68 | ბოტსვანა | 3.8% |
| 69 | ალჟირი | 3.8% |
| 70 | კოსოვო | 3.8% |
| 71 | მალტა | 3.8% |
| 72 | ალბანეთი | 3.6% |
| 73 | ზამბია | 3.6% |
| 74 | სამხრეთ სუდანი | 3.5% |
| 75 | გვატემალა | 3.4% |
| 76 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 3.4% |
| 77 | ყირგიზეთის რესპუბლიკა | 3.4% |
| 78 | ბურუნდი | 3.3% |
| 79 | ისლანდია | 3.3% |
| 80 | წმინდა ლუისი ლუსია | 3.2% |
| 81 | მექსიკა | 3.2% |
| 82 | ისრაელი | 3.1% |
| 83 | ბრაზილია | 3.1% |
| 84 | სვატინი | 3.1% |
| 85 | პაპუა ახალი გვინეა | 3.0% |
| 86 | ნიკარაგუა | 3.0% |
| 87 | კომორის კუნძულები | 3.0% |
| 88 | მარშალის კუნძულები | 3.0% |
| 89 | დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი | 3.0% |
| 90 | ირანის ისლამური რესპუბლიკა | 3.0% |
| 91 | დომინიკის რესპუბლიკა | 3.0% |
| 92 | ჰონდურასი | 2.9% |
| 93 | ნიგერია | 2.9% |
| 94 | ნამიბია | 2.8% |
| 95 | სომალი | 2.8% |
| 96 | გაბონი | 2.8% |
| 97 | სიერა-ლეონე | 2.7% |
| 98 | ბაჰრეინი | 2.7% |
| 99 | ხორვატია | 2.7% |
| 100 | ტაილანდი | 2.7% |
| 101 | მიკრონეზია | 2.6% |
| 102 | იორდანია | 2.6% |
| 103 | მიანმარი | 2.6% |
| 104 | კირიბატი | 2.6% |
| 105 | ტონგა | 2.6% |
| 106 | აზერბაიჯანი | 2.5% |
| 107 | ტრინიდადი და ტობაგო | 2.5% |
| 108 | სოლომონის კუნძულები | 2.5% |
| 109 | ჩრდილოეთ მაკედონია | 2.5% |
| 110 | საბერძნეთი | 2.5% |
| 111 | თურქმენეთი | 2.5% |
| 112 | ესპანეთი | 2.5% |
| 113 | კატარი | 2.4% |
| 114 | მაროკო | 2.4% |
| 115 | არუბა | 2.3% |
| 116 | ნორვეგია | 2.3% |
| 117 | პორტუგალია | 2.3% |
| 118 | რუსეთი | 2.2% |
| 119 | კვიპროსი | 2.2% |
| 120 | სან-მარინო | 2.2% |
| 121 | ელ სალვადორი | 2.2% |
| 122 | რუმინეთი | 2.2% |
| 123 | სურინამი | 2.1% |
| 124 | ლესოთო | 2.1% |
| 125 | ამერიკის შეერთებული შტატები | 2.1% |
| 126 | ანდორა | 2.1% |
| 127 | სლოვენია | 2.0% |
| 128 | მოლდოვა | 2.0% |
| 129 | ირლანდია | 2.0% |
| 130 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2.0% |
| 131 | იამაიკა | 2.0% |
| 132 | უკრაინა | 2.0% |
| 133 | სერბეთი | 2.0% |
| 134 | იაპონია | 2.0% |
| 135 | ბოლივია | 1.8% |
| 136 | ავსტრალია | 1.8% |
| 137 | დანია | 1.7% |
| 138 | მალავი | 1.7% |
| 139 | ბულგარეთი | 1.7% |
| 140 | ბელორუსია | 1.6% |
| 141 | ტიმორ-ლესტე | 1.5% |
| 142 | ვანუატუ | 1.5% |
| 143 | კორეა | 1.4% |
| 144 | კოლუმბია | 1.4% |
| 145 | ეკვადორი | 1.4% |
| 146 | სლოვაკეთის რესპუბლიკა | 1.3% |
| 147 | ტუნისი | 1.3% |
| 148 | კანადა | 1.3% |
| 149 | ანგოლა | 1.3% |
| 150 | ომანი | 1.2% |
| 151 | განა | 1.2% |
| 152 | პერუს | 1.1% |
| 153 | Ახალი ზელანდია | 1.1% |
| 154 | სინგაპური | 1.0% |
| 155 | ბელგია | 1.0% |
| 156 | ურუგვაი | 1.0% |
| 157 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 1.0% |
| 158 | საფრანგეთი | 1.0% |
| 159 | სამხრეთ აფრიკა | 0.9% |
| 160 | შვეიცარია | 0.9% |
| 161 | ჩინეთის ტაივანის პროვინცია | 0.8% |
| 162 | პალაუ | 0.8% |
| 163 | ნეპალი | 0.8% |
| 164 | საუდის არაბეთი | 0.8% |
| 165 | იტალია | 0.7% |
| 166 | პოლონეთი | 0.6% |
| 167 | Ნიდერლანდები | 0.6% |
| 168 | ლატვია | 0.5% |
| 169 | სან ტომე და პრინსიპი | 0.5% |
| 170 | ნაურუ | 0.5% |
| 171 | გაერთიანებული სამეფო | 0.5% |
| 172 | ჩეხეთის რესპუბლიკა | 0.2% |
| 173 | ავსტრია | 0.1% |
| 174 | ფინეთი | -0.1% |
| 175 | ლიტვა | -0.2% |
| 176 | უნგრეთი | -0.3% |
| 177 | ლუქსემბურგი | -0.4% |
| 178 | პაკისტანი | -0.5% |
| 179 | იემენი | -0.5% |
| 180 | ჩილე | -0.5% |
| 181 | გერმანია | -0.5% |
| 182 | ქუვეითი | -0.6% |
| 183 | შვედეთი | -0.7% |
| 184 | პუერტო-რიკო | -0.7% |
| 185 | ბრუნეი დარუსალამი | -0.8% |
| 186 | ჰაიტი | -1.5% |
| 187 | ესტონეთი | -2.3% |
| 188 | არგენტინა | -2.5% |
| 189 | ერაყი | -2.7% |
| 190 | ეკვატორული გვინეა | -6.2% |
| 191 | სუდანი | -18.3% |




























