მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ“ - პრეზიდენტი EU-ის კითხვარის გადმოცემაზე

62544911e4ee2
BM.GE
11.04.22 19:36
602
„ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ცხადია, უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კითხვარის გადაცემა შეაფასა.

პრეზიდენტის თქმითვე, საქართველოსთვის ევროკავშირისგან კითხვარის გადმოცემა, დიდი პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევაზე პასუხი ჩვენზეა დამოკიდებული.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა; ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა; ეს არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას; რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა. დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.