უკრაინის ხერსონის პორტის 30-წლიანი მართვის უფლება ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია LLC RISOIL-KHERSON-მა მოიპოვა.
შესაბამისი პრეზენტაცია უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის მთავრობამ და ინვესტორმა კომპანიამ დღეს გამართეს და საზოგადოებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გეგმები გააცნეს. RISOIL-KHERSON-ის მესაკუთრეები შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) აფილირებული კომპანია Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარიული კომპანია Rissoil S.A. არიან.
საჯარო პრეზენტაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელობი ესწრებიდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს „ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოაცხადა ტენდერი საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურებზე 30 წლით მართვის უფლების მოპოვებაზე. ხერსონის საზღვაო პორტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ 2020 წლის 21 იანვარს LLC RISOIL –KHERSON გამოაცხადა.
ეს უკრაინის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ქართული ინვესტიციაა.
უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.
უკრაინის ახალი მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება და საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაცია მიმდინარეობს. ეს ცვლილებები მათ შორის ინვესტორებისთვის სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მართვის უფლების შეთავაზებასაც ითვალისწინებს.
LLC RISOIL-KHERSON-მა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას, ხერსონის პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით და პორტის გადაიარაღების სქემით. ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.
საჯარო ტენდერის შედეგების შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალეკსეი გონჩარიუკმა საკუთარ Facebook-ზე განცხადება 2019 წლის 21 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, პროექტში ინვესტიციის საერთო მოცულობა 300 მილიონი გრივნა იქნება.
უკრაინის მთავრობამ ხერსონის პორტის მართვის უფლების შესახებ საერთაშორისო აუქციონი 2019 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?