მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UN: კორონავირუსი 71 მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეს გამოიწვევს

5f06dcf5ea0a6
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 14:40
1143
წელს კორონავირუსის ეპიდემია დედამიწაზე 71 მილიონი ადამიანის უკიდურეს სიღარიბეს გამოიწვევს.

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს(UN) მოხსენებაში, რომელიც კორონავირუსის გავლენას ეხება.

„COVID-19 პანდემია სწრაფად გადაიქცა მთელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისად. ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულებმა - 500 ათასს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, დაახლოებით 1,6 მილიარდი დასაქმებულის შემოსავალი კრიზისის პირველ თვეში უკვე 60%-ით შემცირდა.

UN-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ სამხრეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ექსტრემალური სიღარიბის ყველაზე დიდი ზრდა მოხდეს.