მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უნდა გადავიქცეთ სახმელეთო სუეცად" - მამუკა წერეთელი

5edbc4c721f78
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 21:24
1367
"მინდა გავიხსენო ჩემი კოლეგის, პროფესორის ფრედერიკ სტარის მოსაზრება, რომელიც საქართველოს, მთელ კავკასიას მოიაზრებს როგორც "სახმელეთო სუეცს" ანუ ისეთ ადგილს, სადაც მთელი მსოფლიო იქნება დაინტერესებული ამ რეგიონში იყოს სიმშვიდე, უსაფრთხოება და სტაბილურობა"-ამის შესახებ Forbes Talk-ში ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა საქართველოს სატრანზიტო როლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნავთობსადენების და შემდეგ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებამ საქართველოს მისცა საშუალება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია შეასრულოს, რაც უკვე ფაქტია, მაგრამ სურვილია მეტი გაფართოვების.

„უნდა გადავიქცეთ სახმელეთო სუეცად, ისეთ ადგილად, სადაც მთელი მსოფლიო იქნება დაინტერსებული აქ იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა იმიტომ, რომ ეს ყველას სჭირდება, ამ კონცეპტუალურ ბრენდირებას აქვს მნიშვნელობა.

ამ სახმელეთო სუეცად რომ გადავიქცეთ და მასშტაბები გავაფართოვოთ და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცი არ იყოს მარტო აზერბაიჯანისთვის, თურქმენეთისთვის უზბეკეთისთვის და ყაზახეთისთვის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის, არამედ გადაიქცეს ყველასთვის მნიშვნელოვან ადგილად, ბევრი რამეა გასაკეთებელი.

აღმოსავლეთ კასპიაში პორტები აშენდა, დასავლეთ კასპიაში-ბაქოში აშენდა პორტი, საქართველოშიც ხდება პორტების განვითარება. აქ ერთი რამე უნდა ვთქვა, ასეთ დიდ მეგაპროექტებს სჭირდება სისტემური მიდგომა, უნდა აფრინდე 30 000 მეტრზე უნდა გადმოხედო და ასე დაინახო ეს სურათი.

აშენდა ბაქოსთან პორტი, რომელსაც ალათი ჰქვია, ამ პორტის გამტარიანობა არის დაახლოებით 15 მლნ ტონა, ჯერჯერობით ეს ტვირთები არ არის, მაგრამ რეალურად ეს იქნება მთავარი კარიბჭე დამაკავშირებელი აღმოსავლეთ კასპიისა და ცენტრალური აზიისა კავკასიასთან.
აქეთ რომ წამოვიდეთ, რკინიგზას აზერბაიჯანში ამდენი ან შეიძლება ამდენიც არ ჰქონდეს გამტარიანობა. აქეთ ჩვენს რკინიგზასაც ცოტა მეტი გამტარიანობა აქვს, ამ დროს ჩვენ უკვე გვაქვს პორტები 40-45 მლნ ტონის გამტარიანობის.

ეს არ არის მარტო ჩვენი საქმე, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუსაოთ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან-თუქეთთან შავი ზღვის მოკავშირე ქვეყნებთან -უკარიან იქნება ეს თუ რუმინეთი, ბულგარეთი, ყველასთან უნდა ვიმუშაოთ.

თვითონ კასპიის ზღვა არ არის საკმარისად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განვითარებული იმისათვის, რომ ეს ტვირთების რაოდენობა მოვიდეს. ჩვენი ამოცანა მარტო ის კი არ არის ჩვენთან გავაკეთოთ რაღაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან პროაქტიულები ჩვენს მეზობლებთან“-განაცხადა მამუკა წერეთელმა.