მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შეზღუდოს თუ არა საქართველომ რუსეთან ეკონომიკური ურთიერთობები? - NDI-ს კვლევა

632441b468ca0
ინგა მურუსიძე
16.09.22 13:26
2462
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის, - ასე პასუხობს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

კვლევაში ასევე წერია, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უჭერენ.

კითხვაზე, რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე თუ ვისაუბრებთ, თქვენი აზრით:
გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, 28% ამბობს, რომ საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს, როგორც არის, 30% ამბობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.