01.აპრილი .2021 12:31

ბიზნესის პოზიტიური მოლოდინის ფონზე დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა - BAG

ბიზნესის პოზიტიური მოლოდინის ფონზე დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა - BAG
views 292
უკან

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით გაუმჯობესდა. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2021 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დადებითია. აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2020 წლის ოთხივე კვარტალში დაფიქსირეულ მაჩვენებელს. თუმცა, ჯერ ისევ ვერ დაუბრუნდა პანდემიის დაწყებამდე არსებულ დონეს (2019 წლის IV კვ.)





კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 28.9% მიიჩნევს, რომ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. შედარებისათვის, გასულ კვარტალში ანალოგიური მოლოდინი კომპანიათა 15%-ს ჰქონდა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ კომპანიათა წილი, რომლებიც მომდევნო კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ვარაუდობს (28%-დან 10%-მდე).

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. მიმდინარე კვლევაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების დადებითი მოლოდინი დააფიქსირა ოთხივე სექტორმა.

ყველაზე პოზიტიური შედეგი მშენებლობის სექტორშია - არცერთი გამოკითხული კომპანია აღარ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო ზრდას 31% ვარაუდობს.

სხვა სექტორებთან შედარებით, ნეგატიური მოლოდინით გამოირჩევა ვაჭრობის სექტორი. გამოკითხულთა 14% ვარაუდობს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება მოუწევს 2021 წლის მეორე კვარტალში. ხოლო ზრდას 17% გეგმავს.





დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

BAG ინდექსის კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა