მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთადერთი, რაც ბიზნესს შეუძლია თითოეული დასაქმებულისთვის ბრძოლაა - თამაზ დაუშვილი

64c277fe480e3
BM.GE
30.07.23 09:30
496
„დიოს“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ წავიდეს. ემიგრაციის საკითხზე მან „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

კითხვაზე პირადად მას თუ გასჩენია სურვილი წასულიყო საქართველოდან და რამ გააჩერა ქვეყანაში, ბიზნესმენმა უპასუხა: „სულ ფიქრობ, რა იქნება ხვალ, როგორი იქნება მომავალი. ასე არ მიფიქრია, რომ ხვალიდან უნდა წავიდე, თუმცა მეც მაღელვებს, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენი თაობის ბედი გადაწყვეტილია - ჩვენ აქ ვიქნებით, აქ უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევცვალოთ რეალობა და არ მოხდეს ისე, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტოს მომავალში წასვლა“.

კითხვას იმის შესახებ, თუ რა შეუძლია კერძო სექტორს, მით უმეტეს სახელმწიფოსთან პარტნიორობის გარეშე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ერთადერთი, რაც ბიზნესს შეუძლია, თითოეული დასაქმებულისთვის ბრძოლაა, რათა რამენაირად გადაიფიქრონ  ქვეყნიდან წასვლა.

„მეტი ჩვენ არ შეგვიძლია. ერთია, რომ მართლა ვზრუნავთ იმაზე, რომ ხელფასები გაიზარდოს. თუ არ სჯერათ ქვეყნის მომავლის, ამის წინააღმდეგ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არ ვიცი. ეს ზოგადი პრობლემაა, ყველას პრობლემაა და იმათიც, ვისაც ახლა გადაწყვეტილებების მიღება ევალებათ. ეს მომენტი უნდა გავიაროთ ისე, რომ საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს სტატუსი და გაჩნდეს რწმენა იმისა, რომ საქართველოში ახალი ერა იწყება. ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და შეგვინარჩუნებს ხალხს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები