მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNICEF : საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლით და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს

5ed50fe1380d6
თათია ჩაფიჩაძე
01.06.20 18:44
943
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს. 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს კი, ხელი არ მიუწვდება ინტერნეტსა და კომპიუტერზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი სწორედ ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები არიან სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

„კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები, ხელსაბანი, სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაერო-ს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი,“ – ნათქვამია განცხადებაში.