მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ

6032520ebb320
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 16:26
17658
უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ,– ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული გამოცდების რეფორმაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე და არა ფაქტების ცოდნაზე. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამერიკული მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ არამხოლოდ გამოცდის(SAT) შედეგებს, არამხოლოდ სკოლაში საშუალო ქულასაც.

“ამერიკული მოდელი ასეთია – არის ასეთი გამოცდა SAT, რომელსაც აბარებს ყველა აბიტურიენტი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი უნივერსიტეტში მიღების დროს. ამერიკაში ასევე უყურებენ GPA–ს ანუ სკოლაში ნიშნების საშუალოს. ანუ სკოლის ნიშნის ფასიც აწეულია.

ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ საშუალება, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა ფაქტორებიც”,– განაცხადა მინისტობის კანდიდატმა.