მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული განათლება პრიორიტეტად გამოცხადდება - განათლების ახალი მინისტრი

641833210a396
ინგა მურუსიძე
20.03.23 14:22
4201
ჩემი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება პრიორიტეტად გამოცხადდება, - ამის შესახებ განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ, იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ: გიორგი ამილახვარი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე დღეს წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები