მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძემ განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა

განაათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე წარადგინა.

კობახიძემ მინისტრს წარდგენილ პოსტზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

განათლების მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მისი განმარტებით, საჯარო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება პრემიერთან და გუნდთან ერთად მიიღო და კერძო სექტორში ბრუნდება, თუმცა „რჩები პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად“.

გიორგი ამილახვარმა გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წაუძღვეს სისტემას, ხოლო მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვბრუნდები კერძო სექტორში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები