მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO: მსოფლიოს ტურისტული მიმართულებების 65%-ს ისევ ჩაკეტილი აქვს საზღვრები

5ef22b32e7376
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 21:39
1194
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვით მსოფლიო ტურისტული მიმართულებების 22%-მა დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, რაც დაახლოებით 48 ტურისტულ მიმართულებას გულისხმობს.

ამასთანავე კვლევაში წერია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული მიმართულებების 65%-ს (დაახლოებით 141 ტურისტული მიმართულება) ისევ ჩაკეტილი აქვს საზღვრები საერთაშორისო ტურიზმისთვის.

როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გლობალურ კვლევაშია აღნიშნული, მართალია ტურიზმი ნელა, მაგრამ მყარად განაგრძობს გახსნას.

საერთაშორისო ტურიზმისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპამ, სადაც 37 ტურისტული მიმართულებაა გახსნილი (მათ შორის 24 შენგენის წევრი ქვეყანა), 6 ტურისტული მიმართულების გახსნა მოხდა ამერიკაში, 3 ტურისტული მიმართულების - აზიაში და 2 ტურისტული მიმართულების - აფრიკაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვების მოხსნას ქვეყნები სიფრთხილით ეკიდებიან და უსაფრთხოების ნორმებს ზედმიწევნით იცავენ.

ყველაზე დიდი დოზით საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრები დაკეტილი აქვს: ახლო აღმოსავლეთს - 92%, აფრიკას - 85%, ამერიკას - 76%, აზიას - 67%, ევროპას - 26%.