15.დეკემბერი .2021 20:35

UNWTO-ს გენმდივანი „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ პარტნიორობის ინიციატივით გამოვიდა

UNWTO-ს გენმდივანი „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ პარტნიორობის ინიციატივით გამოვიდა
views 414
უკან

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ პარტნიორობის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან „თიბისის ბიზნესდაჯილდოების“ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც მადრიდიდან ონლაინ ჩაერთო.

„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ მომავალი წლიდან ჩვენი ორგანიზაციაც იყოს თიბისის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი პარტნიორი. უფრო გავზარდოთ არეალი და ამავე დროს კონკრეტული პრიზიც დავაწესოთ, რომელიც ტურიზმთან იქნება დაკავშირებული. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის; როცა მეკითხებიან, რა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დიდი ნაწილი, სულ სიხარულით ვთავაზობ, რომ ეს არის ტურიზმი, რომლის განვითარებაში დიდი ძალისხმევა იქნა ჩადებული ბოლო 10-15 წლის განმავლობაში თითოეული მთავრობის, ბიზნესის და მოქალაქის მხრიდან“, - თქვა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021“-ს საზეიმო ღონისძიებაზე UNWTO-ს გენმდივანმა საპატიო ჯილდო Lopota Spa Resort-ს გადასცა.

„ეს არის წარმატებული პროექტი, რომელიც აძლევს სხვა რეგიონებს სტიმულს, რომ არ შეეშინდნენ, გარისკონ და განვითარდნენ“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშილმა და საქართველოს ტურიზმის სექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა