04.აპრილი .2020 21:32

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ავიაინდუსტრიისგან დისტანცირებას ცდილობს

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ავიაინდუსტრიისგან დისტანცირებას ცდილობს
views 1581
უკან

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ავიაინდუსტრიისგან დისტანცირებას ცდილობს.

როგორც კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, მილიარდერმა Delta Air Lines-ში 18% და Southwest Airlines-ში 4% ამ კვირაში გაყიდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ის დარტყმაა, რასაც კორონავირუსის გამო ეს ინდუსტრია მიიღებს.

IATA-ს პროგნოზები ამ მიმართულებით მხოლოდ უარესდება და გლობალური ინდუსტრიის ზარალი ამ ეტაპზე რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად ფასდება.

პარასკევს, 3 აპრილს, თავად კომპანია Delta-მ განაცხადა, რომ მეორე კვარტლის შემოსავლები 90%-ით შემცირდება. წილების გაყიდვამ უორენ ბაფეტს, ჯამში, 384 მილიონი ამერიკული დოლარი მოუტანა: Delta-ს 13 მილიონი აქცია - 314 მილიონ დოლარად, ხოლო Southwest-ის, დაახლოებით, 2.3 მილიონი აქცია 74 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.