მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უზბეკეთში "თიბისის" უკვე 550,000 მომხმარებელი, PayMe-ის კი 4 მლნ მომხმარებელი ჰყავს”- ნიკა ქურდიანი

6145bf6f50825
BM.GE
18.09.21 14:24
1184
“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა გადაცემა “BMG Drive”-ის ეთერში უზბეკეთში “თიბისი ბანკის” საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად უზბეკეთში “თიბისის” ციფრული ბანკის სერვისს 550,000 მომხმარებელი, ხოლო PayMe-ის კი 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

“უზბეკეთში ბანკი 550,000 მომხმარებელს გასცდა. ჩვენ უზბეკეთში ორი ინსტიტუტი გვაქვს, ერთი არის ფეიმი, ხოლო მეორე არის ციფრული ბანკი, რომელიც სრულად ციფრული სერვისია და საქართველოში ის სფეისის სახით არის წარმოდგენილი. ანუ სფეისის ბაზაზე გავუშვით უზბეკეთში ციფრული ბანკი. 800,000-მდე ადამიანმა გადმოტვირთა და მათგან 550,000 დარეგისტრირდა იუზერად.

Payme-ში 4 მილიონი მომხმარებელი გვყავს. მისი მომხმარებლების რაოდენობა რაც ჩვენ შევედით ორჯერ გაიზარდა.

ციფრული ბანკი უზბეკეთის მომხმარებელმა მიიღო საკმაოდ კარგად და რამდენიმე მიზეზი აქვს ამას, უზბეკეთში ფეიმი, კლიკი და კიდევ რამდენიმე საგადახდო აპლიკაცია არსებობდა, რომელმაც შეაჩვია უზბეკი მომხმარებელი ციფრულ საბანკო და საფინანსო მომსახურებას, როგორიცაა ელექტრონული გადახდები, ფულის გადარიცხა, ხარჯების ანალიზი და სხვა.

ჩვენ პირველი კომერციული რეკლამა გავუშვით იანვარში, იანვრის დასაწყისიდან სექტემბრამდე რომ 550,000 მომხმარებელი დაგირეგისტრირდება, ეს კარგი შედეგია. რაც შეეხება აქტიურ მომხმარებლებზე (MAU) თუ იკითხავთ, წინა თვეში ეს მაჩვენებელი 200,000 მომხმარებლამდე ავიდა.

საქართველოში კი “სფეისის” ციფრულ ბანკს თვეში 60,000-70,000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს,”- განაცხადა ნიკა ქურდიანმა.