მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაგიტ ალეკპეროვი LUKOIL-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

6261419f5066f
გიორგი თოლორდავა
21.04.22 15:41
1333
მილიარდერი ვაგიტ ალეკპეროვი კომპანია LUKOIL-ის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან გადადგა, აღნიშნულ პოზიციას ის 29 წლის განმავლობაში იკავებდა. ის რუსული ენერგოგიგანტის დირექტორთა საბჭოსაც ტოვებს.

LUKOIL-ის ოფიციალურ განცხადებაში მისი გადადგომის მიზეზები არ არის განმარტებული.

71 წლის ალეკპეროვის ქონება Forbes-ის მიერ 2021 წელს 25 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, 2022 წელს ის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მარტის მონაცემებით, ალეკპეროვი პირდაპირი გზით LUKOIL-ის 3.12%-იან წილს ფლობდა, ფონდების საშუალებით კი - დამატებით 5.43%-ს.

აღსანიშნავია, რომ ალეკპეროვი დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.

მილიარდერი ბიზნესმენი საბჭოთა კავშირის პერიოდში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციასაც იკავებდა, 1993 წელს კი ის LUKOIL-ის სათავეში მოვიდა.