18.სექტემბერი .2020 09:45

ვალერი ჩეხერია: უნდა გაიხსნას საზღვრები, შიდა ტურიზმი საკმარისი არაა

views 277
უკან

"უნდა გახვსნათ საზღვრები, შიდა ტურიზმი არ იქნება საკმარისი, რომ ავამუშაოთ რესტორნები, სასტუმროები, ტურიზმის სექტორი", - ამის შესახებ bm.ge-ს "აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.

ჩეხერია ესწრებოდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას, რომელიც საქართველოში გაიმართა. UNWTO-მ თბილისში აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩაატარა, რის შემდეგაც პანელური დისკუსიებიც გაიმართა.

"უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ეს არის ის, რაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2-დღიანი ღონისძიების შემდეგ შემიძლია ვთქვა. უნდა ამუშავდეს ტურიზმი, უნდა გაიხსნას ქვეყნები, დავიცვათ ის წესები, რომლებსაც გვთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და ა.შ. გამორიცხულია, რომ ამის გარეშე ეკონომიკა არ გაჩერდეს, სასტუმროები და რესტორნები არ დაიხუროს. მხოლოდ შიდა ტურიზმი ვერ შეძლებს, რომ გადაწყვეტილებები გახსნის მიმართულებით მივიღოთ, ვიმუშაოთ. შიდა ტურიზმი არ იქნება ამისთვის საკმარისი”,- აცხადებს ჩეხერია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა