მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის შემდეგ ნიღბის გამოყენება აუცილებელია - ფაუჩი

601d473cb55db
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.21 17:45
1268
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პირბადის ტარება ისევ აუცილებელ პირობად რჩება ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგაც. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ფაუჩი აღნიშნავს, რომ პირბადის გამოყენება მანამდე იქნება საჭირო, ვიდრე მეცინიერები არ დაადასტურებენ, რომ აცრილი პირები ვირუსის გადამტანები არ არიან და დანარჩენ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნიან.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია გამორიცხავს ვირუსის გადატანას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აცრილი ბრძანდებით, შეიძლება ვირუსის გადამტანი იყოთ და მოწყვლად ჯგუფებს  საფრთხეს უქმნიდეთ“, - განაცხადა ფაუჩიმ.