მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ეჭვობს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს

5eeb1dce65e54
ინგა მურუსიძე
18.06.20 16:00
1118
15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე  4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მეწილეები არიან: თემური პირველი - 30%; გურამ ქაცანაშვილი - 20%; კახაბერ კახიძე - 15%; მზევინარი ხერგიანი - 15%; პაატა ნუცუბიძე - 7.5%; ვლადიმერ ფრუიძე - 5%; იათამზე ქავთარაძე - 5%; გენრიხ ხერგიანი - 2.5%.

ამასთანავე, სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ყადაღა ადევს ბაზრობის ტერიტორიის ნაწილს, რაც მესაკუთრეებს შორის არსებულ დავას უკავშირდება.

ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნუგზარ კახიძე 2018 წლის 21 მარტს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი შპს "ვარკეთილი 96"-ის 15%-იანი წილის მფლობელი იყო. 2018 წლის მაისში შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.ჩ. ძებნაში იყო.

ამასთან, ბაზრობასთან დაკავშირებით სასამართლო დავაც მიმდინარეობს. 10%-იანი წილის მფლობელი, ზანდა მსხვილიძე ითხოვს, რომ თავისი გასხვისებული წილის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილად იქნას ცნობილი, ვინაიდან ირწმუნება, რომ წილი ძალით გააყიდინეს. ამასთან, მსხვილიძე აცხადებს, რომ მისი 10%-იანი წილის მაშინდელი ღირებულება 200 000 ლარი კი არა, 2 მილიონი იყო.

ზანდა მსხვილიძის წარმომადგენელმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მსხვილიძეს აქვს ეჭვი იმის შესახებ, რომ ვარკეთილის ბაზრობაში ხანძარი ძალით გააჩინეს, ვინაიდან მის მსხვილ მეწილეებს შორის სერიზოული უკმაყოფილებაა.

ასევე, მსხვილიძის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ გამომდინარე მკვლელობიდან, რომელიც მეწილეებს უკავშირდებათ, ვარკეთილის ბაზრობის ყველა წვრილი წილის მფლობელს, ვინც ბრძოლაშია ჩაბმული - ეშინია.

„ზანდა მსხვილიძე ეჭვობს, რომ ბაზრობა სპეციალურად არის დამწვარი, ვინაიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბაზრობის მეწილეებს შორის განხეთქილებაა. ბაზრობის საქმეში არიან გარდაცვლილები, მოკლული - ყველა წვრილი წილის მფლობელს, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, შიში აქვს. ერთი გარდაცვლილი არის ვახტანგ კახიძე, რომელიც ვერ იღებდა წილს, ჰქონდა დავა და ბოლოს ქილერმა მოკლა. ეჭვები არის რა თქმა უნდა ამ გარდაცვალებაზე. ზანდა მსხვილიძეს აქვს ინფორმაცია, რომ დომინანტ მეწილეებს შორის დაპირისპირებაა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დივერსია იყო. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ინვესტორი არსებობს, ვისაც სურდა იქ როგორც კომერციული, ისე საოფისე ფართების, ბაზრობის აშენება“, - განაცხადა წარმომადგენელმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში.

მანვე დღეს ვარკეთილის ბაზრობის ირგვლივ არსებულ დავაზე ისაუბრა, რომელსაც ბაზრობის 10%-იანი წილის მფლობელი ზანდა მსხვილიძე აწარმოებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მსხვილიძეს 2 მილიონიანი წილი 200 000-ად დაათმობინეს, გააყიდინეს და მას ეს თანხაც კი არ მიუღია.

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესები უკვე ბოლოშია გასული.