ვარკეთილში, ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი საყოფაცხოვრებო პროდუქციის სასაწყობე ფართში გაჩნდა.