საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება.
თავდაცვის მინისტრმა საგრანტო განაცხადის დამტკიცების შესახებ ოფიციალური წერილი სააქციო საზოგადოებისგან „ვიასოლის ენერგია“ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგრანტო პროექტი კარბონის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით, ვაზიანში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
"პროექტის დაფინანსება კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საგრანტო თანხა 417 384 ევროს შეადგენს, რომელიც ვაზიანში 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის დამონტაჟებას მოხმარდება.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 673 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს, დარჩენილ თანხას კი, სააქციო საზოგადოება „ვიასოლის ენერგია“ გაიღებს.
პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს.
თავდაცვის უწყება აქტიურად გეგმავს ელექტროენერგიის მიღების ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხარჯების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ყველა დიდ ბრიგადაში იგეგმება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ