მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მთავრობამ თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე გაათავისუფლა

თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის სამინისტროს ყველა მინისტრი გაათავისუფლა. დათხოვნილია უწყების სახელმწიფო მდივანიც. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian უკრაინის უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებულები არიან: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანნა მალიარი, დენის შარაპოვი. თანამდებობიდან გადააყენეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ანდრეი შევჩენკო, ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფრულების მიმართულებით მინისტრის მოადგილის პოსტიდან კი ვიტალი დეინეგა დაითხოვეს. გარდა ამისა, მთავრობამ თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მდივანი კონსტანტინე ვაშენკოც გაათავისუფლა.

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილებას მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა. მას ეს პოზიცია 2021 წლის 4 ნოემბრიდან ეკავა. უკრაინის კანონმდებლობით მინისტრის გადაყენების შემდეგ თანამდებობიდან მისი მოადგილეებიც უნდა დაითხოვონ.

იმავე დღეს პარლამენტარებმა თანამდებობიდან სახელმწიფო ქონების ფონდის რუსტამ უმეროვის გაათავისუფლეს, შემდეგ კი მის კანდიდატურას მინისტრის პოსტზე დაუჭირეს მხარი.

7 სექტემბერს ზელენსკიმ უმეროვი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები