მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას "ბუკ"-ის თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ არ გადმოუცია - თავდაცვის სამინისტრო

63bd1b0cc9c6e
BM.GE
10.01.23 12:02
774
არასწორია ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინი" შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები