მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიამ უკრაინის შეიარაღებისთვის $700 მილიონი გამოყო

Patriot
BM. GE
24.08.25 12:43
560

ნორვეგიამ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად 7 მილიარდი კრონა ($696 მილიონი დოლარი) გამოყო.

აღნიშნული თანხით ომში მყოფი ქვეყანა Patriot-ის ტიპის ორ სისტემას და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო რაკეტებს მიიღებს. პაკეტში შედის გერმანული სარადარო სისტემაც, რომელსაც ნორვეგია ინდუსტრიის ლიდერი Hensoldt-ისგან შეიძენს. ასევე საუბარია თავდაცვის სხვა ტექნოლოგიებზეც, რომლებსაც Kongsberg-ი აწარმოებს.

ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტურემ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზით ქვეყანა უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვაში თავის წვლილს შეიტანს. სტურემ თანამშრომლობისთვის მადლობა გერმანულ მხარესაც გადაუხადა. Patriot-ების საჰაერო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობას თავდაცვის მინისტრმა, ტურე ო. სანდვიკმაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი ერთეული Patriot-იც კი უამრავ ჯარისკაცსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები