მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას, იმედი მაქვს, ელჩი მალე დაბრუნდება - ზალკალიანი

621f6f4875923
ინგა მურუსიძე
02.03.22 17:22
1102
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ გუშინ, გვიან ღამით, თავის უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საქართველოშ მალე დაბრუნდება.

საქმე ის არის, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ამორალურ გადაწყვეტილებას და მოხალისეებისთვის ხელის შეშლას, რომ უკრაინაში არ წასულიყვნენ.

„გუშინ გვიან ღამით შედგა ჩვენი კომუნიკაცია. ჩემი გაკვირვება კიდევ ერთხელ მასთან დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და ემოციური იყო. მინისტრს ვთხოვე, კიდევ უფრო სიღრმისეულად გაანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ის, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის. გარკვეულწილად იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მააქვს, ელჩი მალე დაბრუნდება“, - განაცხადა ზალკალიანმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.