მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, განაკვეთის უცვლელად დატოვებით, შეიძლება, სებ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - კოვზანაძე

627cfa2207e12
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.22 09:13
940
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა.

კოვზანაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ინფლაციაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას, ესენია ლარის გაცვლითი კურსი; სასურსათო ნედლეულის და ენერგომატარებლების ფასების ზრდა და რუსეთ-უკრაინის ომი.

"ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო ამ ეტაპისთვის, რომ არ გაზარდა. ფიქრობს, რომ ინფლაციაზე ეფექტი არ ჰქონოდა. ალბათ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ინფლაციას ბოლო პერიოდში გავლენას ახდენს ორი ფაქტორი, ერთი ესაა ლარის კურსი, მეორე კი ძირითად, ნედლეულის ბაზრებზე ფასების ზრდა. ესაა იგივე სასურსათო ბაზარი, ნავთობი და სხვა. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, მოწოდების ჯაჭვების მოშლა, მხოლოდ უკრაინაში 20 მილიონი ტონა ხორბალი არის ბლოკირებული და ვერ აწვდიან ბაზრებს, ამის ჩანაცვლება ვერ ხდება. საქართველომ რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში? როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსის პირიქით გამყარებაა, მისი გავლენა იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, ნაკლებია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მონეტარული პოლიტიკა იყოს გამკაცრებული. მეორე ის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს, კონკურენცია გაიზარდოს, კონკურენციას ვგულისხმობ იმას, რაც თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მოხდა,” - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.