მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

645a4e3fc0c32
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.23 09:30
1939
სტატიაში საუბარია:
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დღესვე 12:00-ზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.

ცნობისთვის, 28 აპრილს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ 10 მაისს სებ-ის საბჭო იმსჯელებს შემცირდეს თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ამჟამად 11%-ზეა.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აპრილში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შემცირება იყო. აპრილში ინფლაციამ 2.7% შეადგინა, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი ინფლაციაა.

„მომავალი თვის 10 მაისს, გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ, არის უკვე დრო, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, თუ არა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ტენდენციებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით. მთლიან ინფლაციას მკვეთრი შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი პროდუქციის შემცირების ტრენდიც, იმისთვის რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომ გახდება ცნობილი, ეს ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია იქნება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა რამდენიმე კვირის წინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები