„კურსის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაღალალბათურ დაშვებებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს და რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რყევები კურსთან დაკავშირებით არ გვექნება და წლის ბოლოს დოლარი-ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.0-ის მიდამოებში იქნება“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროგნოზის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის და ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტის - რუბლის, ლირის, ევროს კურსის მოლოდინებმა და დოლართან მიმართებაში მათმა გაცვლითმა კურსმა.
„დოლარი საკმაოდ გამყარებულია და წლის განმავლობაში მისი მეტად გამყარების მოლოდინი არ გვაქვს და ეს ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რაც იმოქმედებს“, - განმარტავს მერი ჩაჩანიძე.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე, მათ, მაგალითად, ექსპორტთან დაკავშირებით, უფრო ნეგატიური მოლოდინი ჰქონდათ. მერი ჩაჩანიძის განმარტებით, ამას ემატება ინტერვენციების განხორციელებისთვის მთავრობის მზაობის ფაქტორიც, რაც ასევე გახდა მათი ასეთი მოლოდინის განმსაზღვრელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ