მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გიწერთ განვითარების 10-წლიან გეგმას? - მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს

60d5e11a4a985
ინგა მურუსიძე
25.06.21 18:25
683
ვინ გიწერთ განვითარების 10-წლიან გეგმას? - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„ვინ არიან ის ადამიანები, ვინც 10-წლიან გეგმას გიწერთ და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული, როცა გუნდს, რომელსაც დღეს წარმოადგენთ, ბოლო 9 წლის განმავლობაში წარმატებისთვის არ მიუღწევია. შეიძლება თქვენ გეგონოთ წარმატება და საერთაშორისო მასშტაბით წარუმატებლობა იყოს“, - მიმართა ხაზარაძემ პრემიერს.

გარდა ამისა, დეპუტატს ღარიბაშვილთან კიდევ ორი კითხვა ჰქონდა:

„მიგაჩნიათ თუ არა, რომ პანდემიის მართვამ სრული კოლაფსი განიცადა თავისი პარამეტრებით, ფულების სესხებით, ფულის დარიგებით, ვაქცინების შემოტანით და ა.შ. ასევე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის სამინისტროები და ადამიანები, ვინც მათ ხელმძღვანელობენ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას თუნდაც მინიმალურ დონეზე?

ასევე, თქვენ ერთხელ უკვე იყავით პრემიერი და მაშინ საზოგადოებამ ვერ გაიგო როგორ წახვედით და რატომ. ფაქტია, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირის გადადგომა სერიოზული გამოწვევაა. რა მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში გადადგებით ახლა?“, - მიმართა ხაზარაძემ პრემიერს.

ცნობისთვის: პრემიერის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმა მზად სექტემბერში იქნება.