ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აქვეყნებს ანგარიშს Meta-ს პლატფორმაზე საქართველოს მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სოციალური და პოლიტიკური რეკლამების შესახებ.
Meta-ს პოლიტიკური და სოციალური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს 56%-ით აღემატება.
Ad Library-ის თანახმად, გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279,441 აშშ დოლარია, 69%-ით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.
რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური გვერდი, რომელმაც ფეისბუქ ბუსტზე 29 ათას დოლარამდე დახარჯა. მეორე ადგილზეა ქართული ოცნება 19 ათას დოლარამდე დანახარჯით, ხოლო მესამეზე ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი 17 ათასი დოლარის დანახარჯით.
გვერდები, რომელთა პოლიტიკური/სოციალური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა [1 ოქტომბერი- 29 დეკემბერი]
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 28,864 დოლარი;
- ქართული ოცნება - 18,878 დოლარი;
- irakli garibashvili - 17,044 დოლარი;
- გიორგი ვაშაძე - 15,187 დოლარი;
- TV იმედი - 9,943 დოლარი;
- რა კეთდება - 9,705 დოლარი;
- საქართველოს მთავრობა - 9,471 დოლარი;
- europop- 7,889 დოლარი;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო- 7,453 დოლარი;
- irakli garibashvili 4 Georgia - 6,426 დოლარი;
- POSTV- ანალიტიკა - 6,327 დოლარი;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 5,644 დოლარი;
- მამუკა ხაზარაძე - 5,566 დოლარი;
- სტრატეგია აღმაშენებელი - 5,202 დოლარი;
- მედიაკრიტიკა - 4,955 დოლარი;