მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეამოწმებს მანქანებს მავნე გამონაბოლქვზე? - განმარტება

63b6a90e5268e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 16:03
10712

საქართველოში, პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი შევიდა, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს. კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და ძრავის უქმ სვლაზე 0.55% გახდება.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის თქმით, ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლის მიზნით წელს დიდ ქალაქებში სპეციალური ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც გზებზე ამ მიმართულებით კონტროლს განახორციელებენ.

„გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ეკიპაჟი შეიქმნება, რომლებიც გამონაბოლქვის მიმართულებით დიდ ქალაქებში კონტროლს განახორციელებენ - მოხდება გზებზე ავტომობილების გადამოწმება, რომლებზეც მოჭარბებული კვამლიანობა შეიმჩნევა. გადამოწმების შედეგად შესაძლოა ტექინსპექტირების ვადების შეწყვეტაც მოხდეს, რაც ასეთი ტიპის ავტომობილების გაუმართავობის აღმოფხვრასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ტექინსპექტირება გავლილი ავტომობილების კონტროლი ძირითადად ჭკვიანი კამერების იმედადაა დარჩენილი.