მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიმედოვნებ, წლის ბოლოდან ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი დაიწყება" - მაია ბითაძე

63da807ea4510
ანუკა ჯოხაძე
05.02.23 18:00
791
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, ავტომობილს ტექინსპექტირება გავლილი ექნება თუ არა, მუქი ფერის გამონაბოლქვის შემთხვევაში, მას სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმებენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე BM.GE-თან აცხადებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვები იწყება. მაია ბითაძე ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება საგაზაფხულო სესიაზე განიხილება.

მისი განმარტებით, საპილოტედ შეირჩევა კონკრეტული ქალაქები, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ.

“ვიწყებთ ვიზუალური გამონაბოლქვის შესახებ კანონპროექტის მიღებას, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები არსებობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოდან საპილოტედ რამდენიმე ქალაქში დაიწყება ავტომობილების ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი მობილური ეკიპაჟებით, რომელსაც სამინისტრო გამოყოფს.” - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები