მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის აცრიან ე.წ. ბუსტერ-დოზებით? - გადაწყვეტილება მიღებულია

615eb1fa8ac25
ინგა მურუსიძე
07.10.21 12:40
2020
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა დაიშვა, თუმცა გარკვეული დათქმებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ-დოზების გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი და დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საქართველოში 4 ვაქცინით მიმდინარეობს: სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრა-ზენეკა. ამ დრომდე მხოლოდ ვაქცინებით ორჯერადად აცრა იყო შესაძლებელი, ვაქცინაციის საბჭომ კი უკვე დამატებითი, ბუსტერებით აცრაც დაუშვა.