მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მლნ-ის შემოსავალი აქვს "სუფთა სახლს"?

5e91cc220493f
BM.GE
11.04.20 17:52
8382
“სუფთა სახლი” საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელია. დღეიდან, კომპანიის ყველა ფილიალი დაკეტილია, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას უკავშირდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ თავდაპირველად მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინების შედეგად ვალდებული გახდნენ დაეხურათ საკუთარი მაღაზიები. BMG-ის კითხვაზე პასუხად, მოხვდება თუ არა კომპანია ე.წ. “საგამონაკლისო სიაში”, ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ, რომ “სუფთა სახლს” მუშაობა ბოლომდე არ ეზღუდება და მას შეუძლია "სხვადასხვა სუპერმარკეტები" მოამარაგოს საკუთარი პროდუქციით.

"სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს "სუფთა სახლის" პროდუქციით,"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

“სუფთა სახლი” ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს და მასში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს.

რა მოცულობის შემოსავალი აქვს “სუფთა სახლს”?

"სუფთა სახლს" საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ვებგვერდ reportal.ge-ზე განთავსებული 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მაღაზიათა ქსელის ჯამური შემოსავალი 47%-ით გაიზარდა და მან 78.1 მილიონი ლარი შეადგინა, კომპანიის წმინდა მოგება კი 3.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

2018 წლის ბოლოსთვის კომპანია 128 ფილიალს აერთიანებდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “სუფთა სახლის” გენერალური დირექტორია ირაკლი ღვინიაშვილი, კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი კი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია GRG Trading-ია, კომპანიის 5%-იან წილს კი თამარ ღვინიაშვილი ფლობს.